თქვენ ხელისუფლება კომუნისტების დროინდელი საწყობი რომ გგონიათ

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დროულად მოეგონ გონს და დროულად მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

არც თუ ისე უკაცრავად “ბატონო” ზაალ, მაგრამ რას ნიშნავს “დროულად მოეგონ გონს და დროულად გადააბარონ ხელისუფლება”?

ე.ი. თქვენი “ლოგიკით” ხალხი არაფერს ნიშნავს და ოცნებამ ხელისუფლება ყოველგვარი არჩევნების გარეშე უნდა გადმოგაბაროთ?
ძალიან გაგიჭირდებათ ამის გაგება, მაგრამ მაინც გეტყვით – ხელისუფლების ცვლილებას ახორციელებს ხალხი, ისევ ხალხი და მხოლოდ ხალხი! მეტი არავინ!

თქვენ ხელისუფლება კომუნისტების დროინდელი საწყობი რომ გგონიათ, საიდანაც გამგეს ყველაფერი რაც უნდოდა გაჰქონდა, იმიტომ გაქვთ კარგად საქმე.
შეეშვით ამ ლათაიებს და საქმეს მიხედეთ, მაგრამ არც იცით და არც შეგიძლიათ!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: