ირაკლი შოთაძე: ძალიან ბევრი გამოწვევაა და ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვაპირებ

“ძალიან ბევრი გამოწვევაა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყოველდღიურ საქმიანობაში”, – ამის შესახებ ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

შოთაძემ მხარდაჭერისთვის პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მადლობა გადაუხადა. ახლადდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

“მადლობა თქვენ ჟურნალისტებს ამ პროცესში ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ მასმედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს ყველაფერი. ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს კონკურსი. იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლის სამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება”, – აღნიშნა შოთაძემ.

ცნობისთვის, 82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: