მამუკა მდინარაძე: ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია

„ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს.

მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„დღეს, ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია და სჯობს, მას მოუსმინოთ და  გაიგოთ სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია ისევ პარლამენტის ბლოკირებას გეგმავს. ისინი სირცხვილის დერეფნის მეშვეობით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: