ოპოზიციამ, რომელიც გავრილოვის სკამზე ჯდომას აპროტესტებდა, იგივე დარბაზში სსრკ-ს ჰიმნი ჩართო

ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის Ჩვენი ისტორიის Შეურაცხყოფა,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰომნის გაჟღერებას.

„საქარᲗველოს მტრის გარდა არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაᲟᲦერებას პარლამენტის იმ დარბაზᲨი, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“,- დაწერა რატი იონათამიშვილმა.

ინციდენტს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოყვა. ფეისბუქმომხმარებელთა ნაწილი ხაზს უსვამს ოპოზიციის წარმომადგენელთა ორმაგ სტანდარტს- რაც უპატიებელია სხვისთვის, მათთვის შეიძლება.

„გავრილოვის სკამზე წამოჯდომას რომ აპროტესტებ და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სსრკ-ს ჰიმნს ჩართავ“,-წერენ სოციალური ქსელში.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა არჩილ თალკვაძის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში საბჭოთა კავშირია ჰიმნი ჩართეს.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი მაგ სკუნსებს“,-განაცხადა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.

Facebook Comments
%d bloggers like this: