პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასა და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მცირე ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან კამათი მოჰყვა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და გზა არ გადაკეტილა. 

ჭიჭინაძის მხრიდან აქციაზე არიან „ნაციონალური მოძრაობის“, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები  და სამოქალაქო აქტივისტები.

Facebook Comments
%d bloggers like this: