პლენარულ სხდომაზე გენპროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება – ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა. აღნიშნული ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარევილმა  დააყენა, რასაც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ. ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთაძის მოსმენა სრულფასოვნად ჩატარდა, რის გამოც „მიზანშეწონილი არ არის ეს საკითხი პოლიტიკურ თემად კიდევ ერთხელ იქცეს”.

„მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს.

საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი დეტალური განხილვა იყო, მე ბიუროს ვთხოვე, რომ ჩვენ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ და აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. ვინაიდან თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს, მათაც ჰქონდათ შესაძლებლობა კომიტეტს დასწრებოდნენ. ამიტომ პირველი მოსმენით დადგენილი წესით, პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე შეგვიძლია, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: