სვანეთის ღამის ცა ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ახალი ასტროფოტოები ამჯერად სვანეთიდან გადაიღო.

უშბას ფონზე ასახულია ვარსკვლავების „მოძრაობა“ პოლარული ვარსკვლავის გარშემო — ეფექტი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო.
მეტეორები უშბას ფონზე
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთ-ერთი მთავარი სპირალური მკლავი. გადაღებულია ბეჩოდან.

სპეციალური მოწყობილობა კამერას დედამიწის ბრუნვის სინქრონულად ამოძრავებს. შედეგად, ობიექტივი აფიქსირებს უძრავ ცას და მის მიმართ მოძრავ დედამიწას.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: