ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ბოიკოტს უცხადებენ პლენარულ სხდომას, სადაც დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კენჭს უყრიან.

როგორც “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, ფრაქცია მთლიანად ემიჯნება აღნიშნულ პროცესს.

“გადაწყვეტილება პოლიტიკურად წინასწარ არის მიღებული. სამწუხაროდ, პარლამენტი რეალურად, ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა მთელ ამ პროცესში. ამ პროცესს ვემიჯნებით და ბოიკოტის სახით გამოვხატავთ ჩვენს ნაბიჯს”, – დასძინა ბიუროს სხდომაზე კობერიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: