ჰააგის სასამართლომ რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, საოლქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და რუსეთს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

„2014 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა, რომ რუსეთმა მილიარდობით დოლარი უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს. რუსეთმა ჰააგის საოლქო სასამართლოში მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სასამართლომ რუსული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აქამდე გამოტანილი გადაწყვეტილება მცდარია. ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში შედის“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ნიდერლანდების უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

2014 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა რუსეთს დააკისრა 50 მილიარდი დოლარის გადახდა „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის – Yukos Universal Limited, Hulley Enterprises Limited და Veteran Petroleum Limited.

მიხეილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს. მან ათი წელი ციხეში გაატარა. მას შემდეგ, რაც პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: