Facebook-ი მომხმარებელთა საჩივრების განსახილველად, დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს ქმნის

Facebook-ის მფლობელის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, რომელიც მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს, ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

„ჩემს კომპანიას სჭირდება ეფექტური კონტროლი, ამიტომ ვქმნით დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს იმისთვის, რომ მოხდეს Facebook-ის საჩივრების განხილვა კონტენტთან მიმართებით“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა. 

მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიები ხალხს უნდა ემსახურონ: „ვფიქრობ, რომ მკაცრმა რეგულირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში, ეს ყველასთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ცუკერბერგმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: