ანიტა ფაცაციას დედა – ჩვენ გვერდით გვედგა ჩვენი სახელმწიფო, მთავრობა და კეთილი ადამიანების არმია

საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გააკეთა ანიტასთვის, – ამის შესახებ ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, შოუში მისი და მისი მეუღლის მისვლას ორი მიზეზი ჰქონდა- ანიტას სახელის გაჟღერება და მადლობის გადახდა ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ანიტას გადასარჩენად იბრძოდა.

მარიკო სადრაძის თქმით, მისთვის საიმედო დასაყრდენი იყო იმის ცოდნა,რომ ზურგს სახელმწიფო უმაგრებდა. 

„ჩვენ გვერდით გვედგა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა და ამის გამო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვგრძნობდი, რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი ქვეყანაა და ეს იყო ჩემთვის საიმედო დასაყრდენი. ჩვენთვის ძალიან მაგრად იმუშავეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრემიერის აპარატმა, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისი მერიას და ბატონ კახი კალაძეს, რომელმაც ჯერ კალკულაცია არ გვეჭირა ხელში და თავისი ჯიბიდან გაიღო თანხა. ეს იყო ყველაზე დიდი ჩარიცხვა ჩვენს ანგარიშზე. თანხის გარდა, ის ყოველდღე კითხულობდა ამბავს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ ჩვენთვის, ყველა ბერ-მონაზონს, ყველა მოძღვარს, რომლებიც სულიერად გვამხნევებდნენ და მხარში გვედგნენ“,-განაცხადა მარიკო სადრაძემ.

მისივე თქმით, ანიტას გარშემო შეიკრიბა კეთილი ადამიანების არმია.

„ჩვენ ხშირად გვჩვევია ჩვენს ნაკლოვანებებზე ხაზის გასმა, მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში შეგვიძლია ასე დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: