ანრი ოხანაშვილი: დიალოგზე ოპოზიციის უარი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძალადობისა და რევანშისაკენ მიისწრაფვიან

თუ ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ზურგს აქცევენ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიალოგზე უარი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მოწყურებულნი არიან ძალადობას. „მათი უარი იმაზე მითითებს, რომ ისინი მოწადინებულნი არიან რევანშისა და რევოლიციური სცენარით პროცესების განვითარებისკენ, რაც სრულიად მიუღებელია და ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: