გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

“არ ვიცი გიორგი მარგველაშვილს რა განწყობები აქვს. თავიდან იგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შემდეგ აბსოლუტურად გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით, განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  “მაშინ როდესაც ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებენ, კომფორტის ზონაში ვერ დარჩება”.

Facebook Comments
%d bloggers like this: