გიორგი მარგველაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა “ნაციონალურ მოძრაობას” ხმა ვერ მისცეს.

“ნაციონალური მოძრაობა” არის ფაქტი, ნახევარი მილიონი ამომრჩევლის, რომელსაც მოსწონს “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება შენ 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევდე იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ვერ მისცეს ხმა მიშას? ნახევარი მილიონი ჰყავს, იყოს მისი, რატომ უნდა წაართვა? თორემ “ნაციონალური მოძრაობა” ჩემი ღრმა რწმენით ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

Facebook Comments
%d bloggers like this: