თურქეთში 24 საათის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მუღლას პროვინციაში 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.

მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ეს ბოლო 24-საათში თურქეთში მომხდარი უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა მანისაში მოხდა და მისი სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო.

გასულ თვეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 1600 კი დაშავდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: