სალომე ბარკერს აქციის მონაწილეებმა პროვოკატორი უწოდეს

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან, სადაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი, სალომე ბერკერი მივიდა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

მისი თქმით, პარლამენტში რუსეთის ფედერაციის ჰიმნი პროტესტის ნიშნად იყო ჩართული და მასში ეს პროტეტსტს არ იწვევს. აქციის მონაწილეებმა მას პროვოკატორი უწოდეს და ადგილის დატოვება მოთხოვეს. 

„ძალიან გთხოვთ, იმ ძალის პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლების მიერაც თქვენ ხართ მართული, ჩვენს პროტესტს ხელს ნუ შეუშლით“,-ასე მიმართეს „სირცხვილიას“ წევრს აქციის მონაწილეებმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: