სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტი კვლავ ციხეში დააბრუნეს

Former South Korean President Lee Myung-bak appears for his first trial at the Seoul Central District Court in Seoul Wednesday, May 23, 2018. A South Korea court issued an arrest warrant for Lee on corruption charges on March 23, 2018. (Chung Sung-Jun/Pool Photo via AP)

 სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფლ პრეზიდენტს, ლი მენ ბაკს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თანხის უკანონო მითვისებისთვის.  ამის შესახებ Yonhap იუწყება.

ლის ბრალად ედება ავტომობილის ნაწილების მწარმოებელი კომპანიის DAS კუთვნილი 25, 2 მლრდ ვონის ($21 მლნ) მითვისება. ასევე ქრთამის სახით 9,4 მლნ ვონის ($8 მლნ) აღება. ექსპრეზიდენტს $15 მლნ-ს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ლი ქვეყნის მე-4 ლიდერია, რომელიც გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, ყოფილი პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას  DAS-ის სასარგებლოდ იყენებდა, რომლის მფლობელიც თვითონ იყო. მას ასევე ბრალი დასდეს Samsung Electronics-ისგან ქრთამის აღებაში.

მანამდე ლის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 2018 წლის ოქტომბერში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ცოტა ხნის წინ კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. ამჯერად უკვე 17 წლით.

ლი მენ ბაკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოსტს 2008-2013 წლებში იკავებდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: