საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები „ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები „ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი გუშინ, პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ხოშტარიამ, ნადირაშვილმა და ბოკუჩავამ დატოვონ პარლამენტის წევრობის მანდატები. ისინი მანამდე კვების ერთ-ერთ ობიექტთან შეიკრიბნენ, სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობდა.

აქციის წევრებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

აქციას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა კიდევ ერთი ნაწილი ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

„მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური მიზნისა, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერება მიუღებელია და ამას შეფასება უნდა მიეცეს“,-აცხადებენ მომიტინგეები.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: