სესიაშვილი: გასაოცარი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მზად არის სააკაშვილს ელაპარაკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

“სააკაშვილი და დემოკრატია, მიახლოებულ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, წარმოუდგენელია. ჩემთვის გასაოცარი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ ის მზად არის ელაპარაკოს სააკაშვილს დემოკრატიაზე. პირადად, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი პოლიტიკურად გააქტიურების ეტაპი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის პოლიტიკაში დაბრუნდეს. მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “ვერ დარჩება კომფორტის ზონაში, როდესაც ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებენ”.

“მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: