ფატმა ლორდქიფანიძე- ბათუმის „ფილტვების“ გადაკეტვამ შესაძლოა, ვირუსების ახალი შტამის წარმოქმნას შეუწყოს ხელი

„ბათუმი რივიერას“ მოწინააღმდეგეები პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ერთ-ერთ რისკად კლიმატის ცვლილებასა და დაავადებათა გაზრდას მიიჩნევენ.

როგორც ექიმი ნეონატოლოგი ფატმა ლორდქიფანიძე „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას აცხადებს, სანაპიროს ამ ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაში, ჰიპოქსიური გარემო ჩამოყალიბდება.

„იურიდიულ და ეკონომიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, პირადად ჩემთვის ეს პროექტი მიუღებელია ეკოლოგიური თვალსაზრისით, უბრალოდ ბათუმი იკეტება და მოსალოდნელია სრულიად განსხვავებული კლიმატი ჩამოყალიბდეს, რაც განაპირობებს დაავადებათა გაზრდას. ეს სანაპირო არის ბათუმისთვის ფილტვი … “კედლით ” გადაკეტვის შემთხვევაში კი, გვექნება ჰიპოქსიური ( ნაკლებჟანგბადიანი ) გარემო. ასეთ შემთხვევაში ბათუმისთვის “ტიპიურ” დაავადებებთან ერთად, როგორიცაა ალერგიული , რესპირატორული დაავადებები ( ასთმა და ა.შ . )  დაეცემა იმუნიტეტი, განსაკუთრებით ბავშვებში. სავარაუდოა ახალი შტამების გააქტიურება, რაც ახალი ეკოლოგიური პირობების შემთხვევაში, გამოიწვევს მთელი რიგი ახალი ვირუსული დაავადებების განვითარებას… (კორონავირუსი) სხვა არც არაფერია სინამდვილეში“,-აცხადებს ექიმი ნეონატოლოგი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: