ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2000-ზე მეტია

Nusagi

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსს კიდევ 136 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 2000-ზე მეტია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 74 000-ს აჭარბებს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გარდა ჩინეთისა, ვირუსის შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოლენილა. მათივე განცხადებით, ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ზონაში რჩება. საქართველომ ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა.

Facebook Comments
%d bloggers like this: