ადამიანმა თავისუფლების პირველივე წუთებზე თქვა დავამხობო

არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ​ნაცმოძრაობა გუშინდელი დღეა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა დამხობის, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის.

„ადამიანმა თავისუფლების პირველივე წუთებზე თქვა დავამხობო, დავასრულებ ან შევცვლიო კი არ უთქვამს, დავამხობო. ეს მცდელობა მათ რამდენჯერმე ჰქონდათ და ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი, შესაძლებლობების ქვეყანა და არა დამხობების, რაც ჩვენ წარსულში დავტოვეთ“,-განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: