ამან უნდა დაამხოს ხელისუფლება, ამან, კაცო?

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ძველ ფოტოებს აზიარებს. პირველ ფოტოზე, ვანო მერაბიშვილი კოტე კემულარიასა და უცნობ მამაკაცს შორის ზის და ამთქნარებს, მეორეზე კი, მიხეილ სააკაშვილს ახლავს შეხვედრაზე.

„ამან უნდა დაამხოს ხელისუფლება, ამან, კაცო?“,-წერს გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს ვანო მერაბიშვილი 6 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. მერაბიშვილი ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს დაპირდა, რომ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ციხის კარებს გახსნის და პატიმრებს გამოუშვებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: