ანა დოლიძე: ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში

ვანო მერაბიშვილის ფიგურა პირდაპირ არის ასოცირებული ძალიან მძიმე ტრავმებთან, ძალადობასთან, ჩაგვრასთან, და სამწუხაროა, რომ პირველივე განცხადება, რაც მან გააკეთა უკავშირდება ძალადობის სიმბოლიკას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. 

დოლიძემ კომენტარი Facebook-ზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ სამართლიანი არჩევნების გზით იცვლება. 

„ის გასამართლებულია რამდენიმე სერიოზული დანაშაულისთვის და სამწუხაროა, რომ პირველივე განცხადება რაც მან გააკეთა უკავშირდება ძალადობის სიმბოლიკას. დღევანდელ სახელმწიფოში ჩვენ არავის ვამხობთ არაფერს, არ ვამხობთ არც ჭურჭელს, არც მაგიდებს, არც ტაფებს და მით უმეტეს, არ ვამხობთ სახელმწიფოს. დამხობა არის ენა, რომელიც ასოცირებულია არა დემოკრატიულ ქმედებასთან, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენ არ მოგვწონს ხელისუფლება, მას ვცვლით სამართლიანად არჩევნების მეშვეობით. ეს არის სიმბოლიკა, რომელზეც ვთქვით უარი საქართველოს მოქალაქეებმა და აქ ვართ იმისთვის, რომ ეს სიმბოლიკა არ დაბრუნდეს“, – განაცხადა დოლიძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: