გიგი წერეთელი: ვანო თვითონ განმარტავს, ეს ლაფსუს ლინგვეა თუ მან ასე თქვა

„ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს. 

გიგი წერეთელმა ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ ნათქვამ ფრაზაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

„მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მე მინდა მივულოცო ვანოს, მის ოჯახს და ყველა მის მხარდამჭერს. მე ასე ვიტყოდი, ვანომ გაუტეხელად პრაქტიკულად 7 წელი მოიხადო ბოლომდე საპატიმროში, თუმცა ის არ ეთანხმებოდა წაყენებულ ბრალს.

ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს.

ხელისუფლების შეცვლაზე დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს და არამარტო ვანო. ერთ დღეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ის ხელისუფლებაც შეიცვლება, რომელიც ამის შემდეგ მოვა.

ეს არის ბუნებრივი პროცესი. მთავარია, ტრაგედიები არ მოჰყვებოდეს ხელისუფლების ცვლილებებს. პოლიტიკური მოტივებით არავინ არ უნდა იჯდეს ციხეში და არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები იმ ქვეყანაში, სადაც არის სურვილი შეურთდეს ევროპულ ოჯახს და გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

ვანო ყველაფერს თვითონ განმარტავს – ეს ლაფსუს ლინგვეა – თუ მან ასე თქვა. რა თქმა უნდა, ადამიანი გამოვიდა ციხიდან და აქვს თავისი შეხედულებები ყველაფერზე. შეცვლაა თუ სხვა არის, არ მგონია სწორი, ამაზე ვანო მერაბიშვილს ვინმემ დავა უნდა დაუწყოს.

დაუწყოს დავა იმაზე, თუ რა სიტყვა თქვა მან. მე არ შემიძლია ვთქვა, რა იქნება მისი გეგმები. ის რჩება პოლიტიკოსად. ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს არჩევანს, თუ როგორ ჩაერთვება პოლიტიკაში. მე ვანოს ხშირად ვნახულობდი საპატიმროში. შევხვდები და გავარკვევ მასთან. იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ იქნება.

არ მგონია, ვანო მერაბიშვილი ისეთი ფიგურაა დღეს, რომელთანაც რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება არ მოინდომებს თანამშრომლობას. მან ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადა თავისი 7-წლიანი პატიმრობით. მე მინდა მას საქებარი სიტყვები ვუთხრა. ის არ გატყდა და დღესაც ფიქრობს თავის ქვეყანას რაღაცით არგოს და არა ავნოს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ გამაცხადა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: