გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

კინორეჟისორის დაკრძალვაზე მივიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე.

გარდაცვლილი რეჟისორის ოჯახს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ. 

ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: