ვალერი გელაშვილი: მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას ბიზნესი ააწიოკა

გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და თავხედური განცხადება გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს, რაც მორიგი დანაშაულია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომლის ცემის ფაქტზეც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა. 

მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადება ყველამ მოისმინა და პროკურატურამ მის ამ განცხადებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.  

„მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს, მან საკმაოდ ააწიოკა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესი და მასთან მორალზე ნუ ვილაპარაკებთ“, – აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: