ვინც მერაბიშვილს სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლოდ წარმოაჩენს, პატივს არ სცემს ქართველ ხალხს

ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს, ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე.

„ქართული ოცნება“ და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“, – წერს ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქზე“ და საია-ს 2011 წლის ანგარიშს აქვეყნებს 26 მაისის აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: