ირაკლი ღარიბაშვილი მერაბიშვილზე: თავად არის დამხობილი

“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი”,- ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას.

მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების დამხობაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.

“საზოგადოებას ის ახსოვს, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად. განსაკუთრებული ამით არაფერი მომხდარა. ის, რომ ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, დღეს ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: