კახა კალაძე მერაბიშვილზე: მეტი ვანო ოპოზიციას

თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეშია დაკარგული. ვაცადოთ ჩაეხუტოს ოჯახს და გაერკვეს თუ რა რეალობაა და რა ხდება. მეტი ვანო ოპოზიციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ყოფილ ძალოვან მინისტრს სწორედ დღეს ამოეწურა პატიმრობის ვადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: