ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ, მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დასახელდა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ქალი ძალოსანი – ამ ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კეტრინ ელიზაბეტ ნაი გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო. ტალხაძემ 17084 ხმა მიიღო, მეორე ადგილოსან სომეხ სპორტსმენ მატრიროსიანს 5514 ხმა ერგო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ჩინელ ლიუ შიაოჯუნს მხარი 2169 ადამიანმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანი 2017 და 2018 წლებშიც გახდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: