მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია, თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი-ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების დამხობის შესახებ საუბარი აზრს მოკლებულია.

“თავზე დაიმხოს თავისი ჭურჭელი სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია. ვინ აპატიებს მას ან გირგვლიანის ან ვაზაგაშვილის მკვლელობას. სად არის ის ნაძარცვი ქონება, ათეულობით მილიონი დოლარი აქვს წაღებული ადამიანების ჯიბიდან. ეს არის “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი, რომ ვანო მერაბიშვილი ახლა გამოდის და ასეთი სიტყვებით საუბრობს”,- განახცადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: