მე ვფიქრობ, მერაბიშვილი პარტიაში უგულავას ნიშას დაიკავებს

სააკაშვილის ფატალური შეცდომა იყო, რომ მერაბიშვილი შსს-ს ჩამოაშორა შემოიყვანა საჯარო პოლიტიკაში – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილის ლეგენდა არ იდგა  საჯარო პოლიტიკაზე და მისი ძლიერი მხარე სისტემების აგება და ჩუმად შრომა იყო. 

„მერაბიშვილი იყო ძლიერი ფიგურა, სანამ იყო შს მინისტრი და ნაკლებს ლაპარაკობდა, როგორც კი სააკაშვილმა მასზე იუჭვიანა და გადაწყვიტა ჩამოეშორებინა ძალოვანი სისტემისთვის და დანიშნა იქ ახალაია, დაიწყო მერაბიშვილის ლეგენდის მსხვრევა, რადგან მისი ძლიერი მხარე არის ჩუმად შრომა, სისტემების აგება და ა.შ.“.-აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით,გიგი უგულავა ცდილობდა, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ხიდის ჩატეხისთვის შეეშალა ხელი. ახლა ეს ფუნქცია შეიძლება მერაბიშვილმა იკისროს. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მერაბიშვილს ეს რესურსი  ნამდვილად აქვს. 

„ვანო მერაბიშვილის დაჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლოა, არც მოხდეს, მან გარკვეული გზა გაიარა და ადაპტაცია სჭირდება, მეტი გარკვეულობა. სხვებს რაც შეეხება, თუ ბოკერიასთან ჯდებიან, რატომ არ უნდა დასხდნენ მერაბიშვილთან. მას არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს წარსულზე. ​მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილს ბევრი რამ აქვს დაშავებული, მან ციხე მაინც მოიხადა და საზოგადოებამ ამით რაღაც კომპენსაცია მიიღო. მე რატომ უნდა ვიყო იყო მასზე უფრო მეტად გაბრაზებული, ვიდრე სხვებზე, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. ეს ეხება ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც“.-თქვა მან.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილი კვლავ შეაბრუნონ ციხეში, თუმცა ის ერთ თვეშიც ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებს.

„ხელისუფლების მოქმედებების ლოგიკამ და ინფანტილურმა ქმედებებმა დასავლეთიც კი გააკვირვა, როდესაც ადამიანი უკან შეაბრუნეს წინასაარჩევნოდ და ვერ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილი კვლავ შეაბრუნონ, თუმცა 1 თვეც რომ იყოს გარეთ, საკმარისია, რომ რაღაც აგური დადოს“,-ამბობს ხუხაშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: