მივმართავ კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, სიღრმისეულად გაანალიზონ, ვის ეძახიან პოლიტპატიმარს

მივმართავ კონგრესმენებს, სენატორებს , ევროპარლამენტარებს, სიღრმისეულად გაანალიზონ ვის ეძახიან და არქმევენ პოლიტპატიმარს , აქედან გაავლონ ყველანაირი ხაზები ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

მისი თქმით, ევროპულ საქართველო და ნაციონალურ მოძრაობა ერთი გუნდია, რომლებმაც ერთად ჩაიდინეს ეს დანაშაული.

,,ადამიანმა დახოცა, ჩაიდინა ყველანაირი დანაშაული, რაც შეიძლება ჩაიდინოს თანამდებობის პირმა. ეს არის ერთი გუნდი, ვინც თავის თავს ევროპულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას ეძახის, რომლებმაც ერთად ჩაიდინეს დანაშაული – ზოგმა უშუალოდ, ზოგი კი ამის იდეოლოგი იყო. ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი. გიგა ბოკერია, ეს ერთი გუნდის წევრები არიან და არ არსებობს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აბსოლუტური ფიქციაა, რომ ერთი პარტია თითქოს გამოეყო ბნელ წარსულს და ევროპული მომავლის პარტია შექმნა. ეს ხაზი ხვალ ჩვენ სერიოზულად შეგვახსენებს თავს.

ფაქტია, აღიარეს ადამიანი, როგორც პოლიტპატიმარი, ამ დროს თვითონ არავის უარყვია და ლამის სააკაშვილმაც ხელი დაადო, რომ მისი ბრალეულობა არსებობს სერიოზულ დანაშაულებებში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიცესპიკერი კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს მიმართავს, სიღრმისეულად გაანალიზონ ვის ეძახიან, ვის არქმევენ პოლიტპატიმარს.

,,მივმართავ კონგრესმენებს, სენატორებს , ევროპარლამენტარებს, სიღრმისეულად გაანალიზონ ვის ეძახიან და არქმევენ პოლიტპატიმარს , აქედან გაავლონ ყველანაირი ხაზები. ზედაპირზე დევს ყველაფერი, დაადგინონ და დააზუსტონ ვისთან გვაქვს საქმე, რა პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება იყოს ასოცირებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც ახლახანს ერთმა ევროპარლამენტარმა გააკეთა, თითქოს და ვანო მერაბიშვილი ციხიდან დემოკრატიის უკუსვლის ფონზე გამოვიდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ვანო მერაბიშვილს ან გამოიტანდნენ დღეს ან ცოტა ადრე, ან ციხიდან დასახიჩრებული და ჯანმრთელობაშერყეული გამოვიდოდა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments
%d bloggers like this: