პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია „ევროპაბეთისგან“ სრული დატვირთვით ამოქმედდა

„დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“ – აზარტული თამაშების მოყვარულებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ონლაინ თამაშებს „ევროპაბეთზე“ თამაშობენ, სწორედ ეს შეკითხვა შეაწყვეტინებთ თამაშს ზუსტად 2 საათის შემდეგ.

„დროის კონტროლი“ – ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

მოწყობილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაა. „დროის კონტროლი“ სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, სადაც „ევროპაბეთის“ ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსი წერია. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც ახსენებს – „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.

ეს პრინციპი პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის დასაწყისში, 2019 წლის გაზაფხულზე გაჟღერდა. მაშინ „ევროპაბეთის“ ბრენდ ამბასადორმა, ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ მომხმარებელს თამაშის ნამდვილი დანიშნულება: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“ შეახსენა.

ფსიქოსარეაბილიტაციო დახმარება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში.

ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრილი თამაშზე დამოკიდებული ადამიანები სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ „ევროპაბეთისგან“ სრული დაფინანსებით გაივლიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: