რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე – გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე ჟურნალისტების საქციელი სამარცხვინო იყო

რეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორის დაკრძალვაზე მისული ჟურნალისტების ქცევას სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ფეისბუქმომხმარებელთა თქმით, ჟურნალისტების უმრავლესობა არაადეკვატურია, ამოვარდნილია სივრციდან, აჟიტირებული და არაპროფესიონალია…

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე უფროსი კოლეგის დაკრძალვაზე მომხდარ სამარცხვინო ფაქტზე გულისტკივილით საუბრობს:

“ეს არის ჩვენი საზოგადოების, ერის ტრაგედია!

დღეს, როდესაც საქართველო ბუმბერაზ ხელოვანს – გიორგი შენგელაიას ეთხოვებოდა, ჩვენი ენერგიული, მამაცი, ჟურნალისტები სახლის ირგვლივ გიენებივით ჩასაფრებულები, ხმამაღალი ყიყინით ჯეგავდნენ სამძიმარზე მისულ ხალხს, რათა პოლიტიკოსებისგან ვანო მერაბიშვილზე კომენტარი ჩაეწერათ…

ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ჩემი საზოგადოების ნაწილია.

დეგრადაციის სუნი მცემს და საშველი არ ჩანს!”

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: