სესიაშვილი: მერაბიშვილი აღარ ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეიძლება

“როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთა.

“ჯერ ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. თავისთავად ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია, ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. როგორც ჩანს, მათი სტილი არ იცვლება. ვურჩევ ბატონ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ყოფილ ძალოვან მინისტრს სწორედ დღეს ამოეწურა პატიმრობის ვადა.

Facebook Comments
%d bloggers like this: