ცეცხლი ჭამეთ“ – ნაცმოძრაობის წევრებს რესტორანში მიუვარდნენ

ქიქოძის ქუჩაზე, რესტორანთან, სადაც “ნაცმოძრაობის” წევრები იკრიბებიან, მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებებს აპროტესტებენ.

„გრცხვენოდეთ, არ მოგცემთ მოსვენების უფლებას, იქიდან იპარებიან ეს მათხოვრები, უკნიდან მიჩვეულები არიან, ცეცხლი ჭამეთ“,-ამ შეძახილებით დახვდნენ „ნაცმოძრაობის “ წევრებს რესტორანთან მყოფი ადამიანები.

ადგილზე იმყოფება ბუტა რობაქძის დედა, ია მეტრეველი.

„მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა ისე, როგორც სანატორიუმიდან გამოდიან. გაიხსენეთ მისი ციხიდან როგორი შესახედავი გამოდიოდა ხალხი. ეს ნაძირალა კი, გასუქებული და თან უარესი, ვიდრე შევიდა. ისევ იმუქრება და ისევ გვამებს იმედი აქვს. იმედი მაქვს, უკან შეაბრუნებენ“,-განაცხადა ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments
%d bloggers like this: