გია გაჩეჩილაძე: ჩიკატილო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა

„ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფიიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?“, – ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

გია გაჩეჩილაძემ პარალელი გაავლო საბჭოთა კავშირის სერიულ მკვლელ ანდრეი ჩიკატილოსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შორის.

„თურმე ვანო მერაბიშვილი ყოფილა პოლიტპატიმარი. საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი სერიული მკვლელი ჩიკატილო, რომელიც მერე დააპატიმრეს. მის მიერ მოკული იყო 56 ადამიანი, ვანო მერაბიშვილი შს მინისტრი რომ იყო, მისი ოპერაციების დროს 70-ზე მეტი ადამიანია მოკლული ქუჩაში. მინდა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: