თალაკვაძე: მერაბიშვილის მთავრობის დროს ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ვერ დაბრუნდნენ

“ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და რაიმეზე შეტანხმება.

“მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, არამედ მათი მთავარი მიზანი და სურვილია დესტაბილიზაცია. მოვისმინე რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დამხობა არის მხატვრული სიტყვა. არ გამოვრიცხავ ხვალ, თქვან რომ დამხობა არის რასელის ცნობილი ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი დამოკიდებულება სახელმწიფო ინტერესების მისამართით. ჩვენი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სისტემიდან ადამიანები საღსალამათები ბრუნდებიან სახლში, რაც სრულიად საპირისპიროდ იყო ბატონი მერაბიშვილის მთავრობის პერიოდში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დაბრუნდა სასჯელარსრულების სისტემიდან სახლში და ეს კონტრასტი დღეს სახეზეა”, – განაცხადა არჩილ თალაკავძემ.

ცნობისთვის, 20 თებერვალს  შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “მატროსოვის” ციხესთან განაცხადა, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

Facebook Comments
%d bloggers like this: