იაგო ხვიჩია – არ მესმის, რადგანაც ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა

ვანო მერაბიშვილი დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და მე არ ვუყურებ ამას ისე, რომ ეს ვინმეს გადასაწყვეტი იყოს, – განუცხადა ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.

„ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში. იმავეს თუ ეთანხმება, რაზეც აქ ხალხია შეკრებილი, ამიტომ, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ, რადგანაც ვიღაცას არ მოსწონს, ეს არ მესმის. აქ მყოფ ხალხსაც არ მოგწონს ყველას ერთმანეთი.

ვანო მერაბიშვილის აზრი მართლა ძალიან მაინტერესებს იმ კონკრეტულ შეხვედრაზე, რომელიც „გირჩის“ ოფისში იმართება, ჩვენ რაც წამოვიწყეთ, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას. ვანო მერაბიშვილისა აზრი, ადამიანის, რომელიც მოხვდა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის სათავეში და ის კიდევ უფრო გააძლიერა. მისი აზრი მაინტერესებს მას მერე, რაც მან ექვსი წელი გამოიარა იმ სისტემაში, რომლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მაინტერესებს, იგივე აზრზეა თუ შეიცვალა რაღაც თვალსაზრისით და დღეს როგორ უყურებს საკუთარ ქმედებებს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ახორციელებდა სისტემის გასაძლიერებლად. შეხვედრაზეც მივიწვევ და შეხვედრის გარეთაც მაინტერესებს მისი აზრი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: