ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის შვიდი ქალაქ ყუმში, ოთხი დედაქალაქ თეირანში და ორი გილანის პროვინციაში.

ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა ისრაელში. ისრაელის მოქალაქე ქალი საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინსესზე“ იმყოფებოდა, სადაც ვირუსი იყო გავრცელებული. სულ ხომალდით ისრაელის 11 მოქალაქე მგზავრობდა, თუმცა 21 თებერვლის მონაცემებით, დანარჩენ 10 ადამიანს ვირუსი არ დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ჩინეთში, კორონავირუსს 2 236 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებული კი 75 465 ადამიანია.

Facebook Comments
%d bloggers like this: