მამუკა მდინარაძე: შიგნით გვებრძოდნენ “ნაცები”, გარეთ გვებრძოდნენ თურმე რუსები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს.

მისი თქმით, როდესაც კიბერშეტევა განხორციელდა, ოპოზიცია ამას მმართველ გუნდს აბრალებდა. 

“ბუნებრივია, რუსეთის ინტერესია, საქართველო რაც შეიძლება მეტად დააზიანოს. ოკუპაციას ახორციელებენ დღემდე, 20% აქვთ ოკუპირებული. ბუნებრივია, მათ აწყობთ, რაც შეიძლება დაზიანებული და სუსტი იყოს საქართველოს სამთავრობო უწყებები, რომელზეც განახორციელეს შეტევა. ასევე შეტევა განახორციელეს ზოგიერთ ტელეკომპანიაზე. 

რბილად რომ ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, ოპოზიციის მაშინდელი კომენტარები, როდესაც ამასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. შიგნით გვებრძოდნენ “ნაცები”, გარედ გვებრძოდნენ თურმე რუსები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: