მაჩალიკაშვილის ადვოკატი – უნდა ვამხილო ადამიანი, ვინც შვილმკვდარ მამას კონკრეტული პირის წინააღმდეგ უბიძგებს

მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა, “ალტ ინფოსთან” მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ ვრცლად ისაუბრა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები გაასაჯაროა.

ადვოკატმა კუბლაშვილმა ისაუბრა მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ შემოკრებილი პირების შესახებ და განაცხადა რომ, მას კონკრეტული ადამიანები, საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების გამო იყენებენ. კუბლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრალს კონკრეტული ადამიანების წაქეზებითა და მითითებით სდებს და რეალურად, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, გოგაშვილი მაჩალიკაშვილებს საერთოდ არ უნახავთ.

მისივე განცხადებით, მაჩალიკაშვილს გოგაშვილის წინააღმდეგ კონკრეტული პირები აქეზებენ, ხოლო მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმიშვილს მორის მაჩალიკაშვილს შორის გამართული საუბარი იოსებ გოგაშვილის ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ, სწორედ ამ წაქეზების შედეგია.

გთავაზობთ ამონარიდს მარიამ კუბლაშვილის ვრცელი ინტერვიუდან.

Facebook Comments
%d bloggers like this: