ნიგერიელმა მეკობრეებმა 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიელმა მეკობრეებმა ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გაიტაცეს.

გატაცებულ 10 ადამიანს შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის დირექტორმა თამარ იოსელიანმა აღნიშნა,ყველა მხარესთან აქრტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან. ჩვენ ყოველსაათობრივად ვიღებთ ინფორმაციას აღნიშნული ინციდენტის შესახებ, გატაცებულია 10 მეზღვაური და აქედან 4 არის საქართველოს მოქალაქე. აქტიურად ვმუშაობთ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მხარეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გაასაჯაროონ სწორედ ქართველი მეზღვარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, – განუცხადა “მთავარს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: