საჩხერეში არასრულწლოვანმა მამა მოკლა

საჩხერეში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: