სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

“ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის თქმით, მმართველმა გუნდმა მათ მიერ შეთავაზებული წინადადების საპასუხოდ ოპოზიციის ლიდერი დააკავა.

“საუბარი იქნება გეგმებზე, 4 აპრილს არის დიდი აქცია. რაც შეეხება ხელისუფლების ლიტონ რიტორიკას, რომ 100/50 არის ბოლო შეთავაზება, მეტს არაფერს არ აპირებენ და თუ ოპოზიცია არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება ამ წესით, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი შეთავაზებებით წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს”, – განაცხადა “მთავარის” ეთერში სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. მათ ასევე 4 აპრილ ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: