უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.

“აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: