ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გაყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.

“ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობა ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: