ჩვენების სანაცვლოდ მპირდებოდნენ, რომ საზღვარგარეთ გამიშვებდნენ და მოპარულ ფულს გამატანინებდნენ

ჩვენების სანაცვლოდ მპირდებოდნენ, რომ საზღვარგარეთ გამიშვებდნენ და მოპარულ ფულს გამატანინებდნენ,-ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა და ექსპრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესთან შეხვედრისას მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მაგრამ შეურაცხმყოფელი იყო ის ფორმა, როგორითაც ის გენერალურ პროკურორთან მიიყვანეს.

„შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ თავზე გადამაფარეს და ისე წამიყვანეს. რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. საუბარი მალევე დასრულდა, რადგან ის მიხვდა, რომ არაფერი არ მოხდებოდა. შემდეგ გამაფრთხილა, რომ თუ ვიტყოდი ამ შეხვედრის შესახებ, არავინ დამიჯერებდა“,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ფარცხალაძე გარიგების სანაცვლოდ მისგან მოითხოვდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიეცა ჩვენება.

„მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, საქმე არასწორად იყო გამოძიებული, ასევე უნდა მემხილებინა სააკაშვილი, რომ მას მილიონები აქვს შვეიცარიის ბანკში. სანაცვლოდ მპირდებოდნენ, რომ გამიშვებდნენ საქართველოდან და მოპარულ ფულს გამატანინებდნენ. კონკრეტულ დეტალებამდე საქმე არ მისულა, რადგან მე ვუთხარი, რომ არასერიოზული იყო ეს. ასეთი რამ არასდროს მსმენია, შეიძლება რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში პრემიერი ციხიდან გაიყვანონ და დახვრიტონ, მაგრამ გაიყვანო იმისთვის, რომ საკუთარი თავი ამხილოს, ასეთი რამ არ მსმენია, ეს ხომ ჩემი თავის წინააღმდეგ იქნებოდა ჩვენების მიცემა, ეს პირად კოპრომისზე წასვლა იქნებოდა და მე შეურაცხყოფილი დავრჩი“,-აცხადებს ვანო მერაბიშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: